ქუთაისის სააპელაციო სასამართლო რაიონული და საქალაქო სასამართლოების გადაწყვეტილებების განხილვას იწყებს.
სააპელაციო სასამართლოში შესული ყველა საჩივარი ერთ საქმედ გაერთიანდა და მოსმენა 16:00 საათზე დაიწყება.
“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ყველა იმ საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს, სადაც არჩევნები ელექტრონული სისტემით ჩატარდა.
მას შემდეგ, რაც აღნიშნული მოთხოვნა დასავლეთ საქართველოში არსებულმა საოლქო საარჩევნო კომისიებმა და რაიონულმა და საქალაქო სასამართლოებმა არ დააკმაყოფილეს, საიას ოფისმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა.
მესამე სექტორი სააპელაციო სასამართლოში, მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილებას დაელოდება, ცნობენ თუ არა არჩევნების შედეგებს ბათილად.
კომენტარები