ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მსვლელობა გამართეს. ისინი აკადემიური პროცესის არშეჩერების თაობაზე რექტორატის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.
ამ მოთხოვნით 700 სტუდენტმა ადმინისტრაციას ორი დღის წინ წერილობით მიმართა. ახალგაზრდები ითხოვენ სწავლის შეჩერებას ან შუალედურების აღდგენის თავისუფალ გრაფიკს იმისათვის, რომ აქციებში მიიღონ მონაწილეობა.
“700 სტუდენტმა ხელმოწერებით გააგზავნა რამდენიმე მოთხოვნა რექტორთან სწავლის გაჩერებაზე ან სტუდენტების ხელშეწყობაში იმაზე, რომ აქციებზე ვიაროთ. ამას მოჰყვა მტკიცე უარი ყოველგვარი განმარტების გარეშე და რამდენიმე პუნქტზე ყურადღებაც არ გაუმახვილებიათ. ამის გამო მოეწყო მსვლელობა კამპუსებიდან სალექციო კორპუსებამდე და ვითხოვთ დიალოგს”, – აცხადებენ სტუდენტები.
დღეს ქუთაისში პროტესტის მე-6 დღეა.
კომენტარები