მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში აქციაზე დაკავებული მოზარდი ამ დრომდე ზესტაფონის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება

ქუთაისში აქციაზე დაკავებული მოზარდი ამ დრომდე ზესტაფონის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება

ქუთაისში აქციაზე დაკავებული არასრულწლოვანი ამ დრომდე ზესტაფონის დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება.

ლუკა ჯიბლაძეს ადმინისტრაციულ კანონდარღვევას ედავებიან. მშობლის ინფორმაციით, მას ადვოკატი არ ჰყავს. უცნობია ასევე, როდის ჩაინიშნება სასამართლო პროცესი.

მოზარდი გუშინ პოლიციამ საპროტესტო აქციაზე დააკავა. დადევნების დროს აქციის მონაწილეები მის დახმარებას ცდილობდნენ. არასრულწლოვანი ორჯერ შეუძლოდ გახდა.

იზოლატორში მასთან ღამე დედამ გაატარა, თუმცა ჩაუტარდა თუ არა ლუკა ჯიბლაძეს სამედიცინო შემოწმება, უცნობია.

ექიმების დახმარება გუშინ ამ ინციდენტის დროს აქციის ორ მონაწილეს დასჭირდა. აქედან ერთი არასრულწლოვანია.

კომენტარები