ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე კრიმინალური პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებია მობილიზებული.
“ახალგაზრდა მამაკაცმა ავტომობილი მოიპარა, პოლიციის დადევნებისას კი ის ცუდად გახდა და სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო”, – განუცხადეს “ინფო იმერეთს” ადგილზე.
მედიკოსებმა მამაკაცს პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს.
უცნობია რა მუხლით დაიწყო გამოძიება.
კომენტარები