მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში გამოფენა – “საქართველო XVI – XVIII საუკუნეების ნიდერლანდურ რუკებსა და გრავიურებზე” გაიმართა

ქუთაისში გამოფენა – “საქართველო XVI – XVIII საუკუნეების ნიდერლანდურ რუკებსა და გრავიურებზე” გაიმართა

“საქართველო XVI – XVIII საუკუნეების ნიდერლანდურ რუკებსა და გრავიურებზე” – ამ სახელწოდებით გამოფენა აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

გამოფენას ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში მარია ქრისტინა ვან კოლდამი ესწრებოდა.

ღონისძიების ფარგლებში გამოფენილი იყო XVI-XVIII საუკუნეების ის ჰოლანდიური რუკები და გეოგრაფიული გრავიურები, სადაც საქართველო და ქართველები არიან წარმოდგენილი. სულხან სალაძის კერძო კოლექციაში დაცული 26 რუკა და გრავიურა წარმოაჩენს, რომ ისტორიულად შავი ზღვა აკავშირებდა საქართველოსა და ევროპას და ხაზს უსვამდა ე.წ. “დაკავშირებულობის“ იდეის მნიშვნელობას.

აღნიშნული გამოფენა საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს მიეძღვნა.

ღონისძიება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერითა და ღია სივრცე კავკასიის (COS) ორგანიზებით ჩატარდა.

კომენტარები