ქუთაისში, თამარ მეფის #42-ში მდებარე სტომატოლოგიური კლინიკა “დენტალ ლუქსი” პაციენტებს წინასაახალწლო ფასდაკლებას სთავაზობს.
კლინიკის ადმინისტრაციის და მედპერსონალის გადაწყვეტილებით, თერაპიულ მომსახურებაზე “დენტალ ლუქსი” პაციენტებს 50 %-იან, ხოლო ორთოპედიულ მომსახურებაზე 30%-იან ფასდაკლებებს სთავაზობს.
აღნიშნული აქცია 31 დეკემბრამდე იმოქმედებს.
ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩა #42-ში, სტომატოლოგიური კლინიკა “დენტალ ლუქსი” 18 წლის განმავლობაში უწყვეტად ზრუნავს, რომ მომხმარებელს მაღალი ხარისხისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურება შესთავაზოს.
ამის დასტურია კმაყოფილი პაციენტების ის დიდი რაოდენობა, რომელიც “დენტალ ლუქსმა” ამ პერიოდის განმავლობაში შეიძინა.
კლინიკა მულტიპროფილურია. ეს ნიშნავს, რომ ერთ სივრცეში სხვადასხვა სტომატოლოგიური მიმართულების მომსახურებას მიიღებთ, ესენია: თერაპია, ქირურგია, ორთოპედია, ორთოდონტია, პაროდონტოლოგია, იმპლანტოლოგია, ბავშვთა სტომატოლოგია, 3D კომპიუტერული ტომოგრაფია, ვიზიოგრაფია და ორთოპანთონოგრამა.
როგორც კლინიკაში განმარტავენ, მათი საქმიანობის მთავარი მიზანი თავდაჯერებული ღიმილის შექმნაა, რისთვისაც რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტია საჭირო, ესენია: მაღალკვალიფიციური და მუდმივად განათლების პროცესში ჩართული ექიმები, უმაღლესი ხარისხის სამუშაო მასალები და თანამედროვე ტექნოლოგიური აღჭურვილობა.
დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, თქვენ შეგიძლიათ იყოთ მშვიდად, რადგან ქუთაისში სტომატოლოგიური კლინიკა “დენტალ ლუქსი” 24-საათიან რეჟიმში თქვენს სამსახურშია.
“დენტალ ლუქსისთვის” პრიორიტეტი პაციენტია, ამიტომ კლინიკას აქვს ექიმის სახლში გამოძახების სერვისი.
ჩასაწერად, დეტალების გასარკვევად და სასურველ ექიმთან ვიზიტის დასაჯავშნად დარეკეთ ნომრებზე: 574-512-119 ან (0431) 243560
კომენტარები