მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში, კაფე “ეპოქამ” საქმიანობა ქველმოქმედებით დაიწყო და იგივე ინიციატივით ყველა რესტორანს მიმართავს

ქუთაისში, კაფე “ეპოქამ” საქმიანობა ქველმოქმედებით დაიწყო და იგივე ინიციატივით ყველა რესტორანს მიმართავს

ქუთაისში, ახლადგახსნილმა კაფე “ეპოქამ”, რომელიც რუსთაველის გამზირზე, #4-ში მდებარეობს, საქმიანობა ქველმოქმედებით დაიწყო.

ამ ეტაპზე კაფე სამ გაჭირვებულ ოჯახს ყოველდღიურად საკვებით ეხმარება და ქუთაისში მოქმედ ყველა რესტორანს გამოწვევას უკეთებს.

სამივე ოჯახს მძიმე სოციალური პირობები აქვს და დახმარებას საჭიროებს.

კერძოდ, სამი ოჯახიდან ერთ-ერთი 7-შვილიანი ოჯახია, რომელსაც ჰყავს სამი გოგონა და 4 ბიჭი, მათ შორის ტყუპები. ბავშვების ასაკია – 17, 14,11, 8, 5 და 3 წელი. ოჯახს სჭირდება ტანსაცმელი, პროდუქტი, მცირე ავეჯი, ტოსტერი, პატარა პლასტმასის უჯრებიანი სათავსო და სხვა ბევრი ნივთი, ასევე არ აქვთ ტელევიზორი.

კიდევ ერთი შეჭირვებული ოჯახი ახალგაზრდა წყვილია, რომელსაც უკიდურესად უჭირს, ჰყავთ 7 წლის გოგონა და რამდენიმე დღეში კიდევ ერთ პატარას ელოდებიან. ოჯახი ცხოვრობს ორ ოთახში, არ გააჩნიათ ნორმალური საწოლი, სათავსო, სადაც ბავშვის ნივთებს მოათავსებენ. სამზარეულოში ჭირდებათ ნიჟარა და კარადა, რადგან ჭურჭლის რეცხვა აბაზანაში უწევთ.

მესამე ოჯახიც ახალგაზრდა წყვილია, რომელსაც ოჯახური მდგომაროების გამო განმარტოვება მოუწიათ და მამის შემოსავალი მხოლოდ ბინის ქირას და 4 თვის ბავშვის საჭმლის ფულს ფარავს. ბავშვი დაბადებისას იყო რეანიმაციაში და დედამ ვერ მოახერხა ბუნებრივი კვების შენარჩუნება, შესაბამისად უწევთ უძვირესი ხელოვნური საკვებით გამოკვება, მათი დასახელებული ხელფასიდან 100 ლარი რჩებათ არსებობისთვის.

კომენტარები