მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში, კერძო სკოლა “მერმისი” სასწავლო წელს 11 სექტემბერს იწყებს

ქუთაისში, კერძო სკოლა “მერმისი” სასწავლო წელს 11 სექტემბერს იწყებს

ქუთაისში, კერძო სკოლა “მერმისი” სასწავლო წელს 11 სექტემბერს იწყებს.

კეთილმოწყობილი ოთახები, მცირერიცხოვანი კლასები, ეფექტური სასწავლო გარემო, მაღალკვალიფიციური პედაგოგები, ცოდნის მაღალი ხარისხი – ეს სკოლა “მერმისია”.

8 სექტემბრის ქუთაისში გამართულ იმერეთის მთავარ ღონისძიებაზე – “ლიდერი საქმეში, ლიდერი პროფესიაში“ ასოცირებული პროფესორი, წარმატებული მმართველი, ლიდერი ხელმძღვანელი ლალი აბაშიძე დაჯილდოვდა. ის ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც იმერეთში კერძო სკოლა “მერმისი“ დააარსა და უკვე 23 წელია, ეს სკოლა ასეულობით საინტერესო, ნიჭიერ და სასახელო მოსწავლეს ზრდის.

ასევე  ლალი აბაშიძე პირველია, რომელმაც საგანმანათლებლო დაწესებულების პარალელურად დააარსა სპორტულ გამაჯანსაღებელი კომპლექსი “ცისფერი ლაგუნა“. ამ ცენტრს ჯანსაღი ცხოვრებისთვის ადამიანები არა მარტო ქუთაისიდან, არამედ იმერეთის რეგიონიდან მიმართავენ.

ლალი აბაშიძე ასევე 28 წლის განმავლობაში ლექციებს კითხულობდა უნივერსიტეტში ეკონომიკურ ფაკულტეტზე. დღეს მას 40 დასაქმებული ჰყავს სკოლაში და ათობით ადამიანი გამაჯანსაღებელ ცენტრში.

კომენტარები