ქუთაისში მამაკაცი ქუჩაში გარდაიცვალა. ოპერის თეატრის მიმდებარედ 70 წლამდე კაცს სავარაუდოდ, გულის შეტევა დაემართა.
მის გადასარჩენად სასწრაფოს მისვლამდე ადგილობრივები იბრძოდნენ, მამაკაცს პირველადი დახმარება და გულის მასაჟი გაუკეთეს, ადგილზე სასწრაფოს მისვლის შემდეგ კი ჯგუფის ყველა წევრი მის გადასარჩენად იბრძოდა, თუმცა კაცი უკვე გარდაცვლილი იყო.
ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.
კომენტარები