მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში, მას შემდეგ, რაც ხეები გაჩეხეს, სახელმწიფო ახლა აღნიშნულ მონაკვეთს ყიდის

ქუთაისში, მას შემდეგ, რაც ხეები გაჩეხეს, სახელმწიფო ახლა აღნიშნულ მონაკვეთს ყიდის

ქუთაისში, ბალახვანში, სასტუმრო “ქუთაისი ინნ”-ის სასტუმროსთან,  კედარის ხეების გაჩეხის შემდეგ, ტერიტორია გასაყიდად სახელმწიფომ აუქციონზე გაიტანა.

“ინფო იმერეთმა” მოიძია დოკუმენტი, სადაც ჩანს, რომ სახელმწიფომ მას შემდეგ, რაც ხეები გაჩეხა, 190 კვ.მ  ტერიტორიას 75 000 ლარად ყიდის.

“ინფო იმერეთის ” ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიის შეძენა  სასტუმრო “ქუთაისი ინნ”-ს  სურს.

არასამთავრობო ორგანიზაციის “ევროპა ჩვენი სახლია” წარმომადგენლები გუშინ ხეების გაჩეხას აპროტესტებდნენ.

მესამე სექტორის წარმომადგენლები მწვანე  მონაკვეთის განადგურებას ვანდალიზმად მიიჩნევენ და პასუხისმგებელი პირების დასჯას მოითხოვენ. ასევე, ამბობენ, რომ გაჩეხის შემდეგ ეროზიის რისკების გათვალისწინებით, ფერდის მდგრადობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

 

 

კომენტარები