მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში მესამე სექტორმა 17 უბნის შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა

ქუთაისში მესამე სექტორმა 17 უბნის შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა

სადამკვირვებლო კოალიციამ “ჩემი ხმა” ქუთაისის საქალაქოს სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მესამე სექტორის წარმომადგენლები მუნიციპალიტეტის მასშტაბით 17 უბნის ბათილად ცნობას მოითხოვენ.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” იურისტის ლელა მოწონელიძის თქმით, მანამდე მათ საოლქოს მიმართეს, თუმცა სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

“აქ ისეთ უბნებზეა საუბარი, სადაც პრეცედენტული დარღვევა კი არ დაფიქსირებულა, არამედ დარღვევები რამდენჯერმე ფიქსირდებოდა. საოლქომ აღნიშნული შენიშვნები არ გაიზიარა, რის გამოც ქუთაისის სასამართლოს მივმართეთ. ჯერჯერობით უცნობია, როდის იმსჯელებს მოსამართლე აღნიშნულ საქმეზე”, – აცხადებს მოწონელიძე.

კომენტარები