მთავარიახალი ამბებისლაიდი

“ქუთაისში მძიმე სოციალური მდგომარეობაა, აუცილებელია, სწრაფი და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა”

“ქუთაისში მძიმე სოციალური მდგომარეობაა, აუცილებელია, სწრაფი და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა”

პარტია “საქართველოსთვის” ქუთაისის მერობის კანდიდატი გიორგი გოგუაძე ქალაქში არსებულ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრობს.

მერობის კანდიდატის თქმით, ახალგაზრდები საკუთარ ქალაქში განვითარებას ვერ ხედავენ, რის გამოც იძულებული არიან, ქუთაისი დატოვონ.

“ქუთაისში მძიმე სოციალური მდგომარეობაა. ამ ქალაქს ყოველწლიურად 2 ათასიდან 3 ათასამდე ადამიანი ტოვებს, რაც კატასტროფააა. აუცილებელია, სწრაფი და ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას, რათა ახალგაზრდები დარწმუნდნენ, რომ ისინი შეძლებენ საკუთარ ქალაქში თავის რეალიზებას”, – განაცხადა “საქართველოსთვის” მერობის კანდიდატმა გიორგი გოგუაძემ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს გაიმართება.

პარტია “საქართველოსთვის” საარჩევნო ნომერია 25.

კომენტარები