მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში, რუსთაველის ქუჩა # 104-ში ჩანთების მაღაზია “Bagmania” გაიხსნა

ქუთაისში, რუსთაველის ქუჩა # 104-ში ჩანთების მაღაზია “Bagmania” გაიხსნა

ქუთაისში, რუსთაველის ქუჩა # 104-ში ჩანთების მაღაზია “Bagmania” გაიხსნა.

ახალ, თანამედროვე სივრცეში გახნილი მაღაზია ჩანთების მაღალი ხარისხით, მრავალფეროვანი არჩევანით და მომხმარებელზე მორგებული ფასებით გამოირჩევა.

მაღაზიის გახსნის პრეზენტაციას საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები ესწრებოდნენ, საღამოს კი ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე უძღვებოდა, რომელმაც გიგანტური, ჩანთების დიზაინით გაფორმებული ტორტი ადგილზე მისულ სტუმრებთან ერთად გაჭრა.

“ჩანთების მაღაზია “ბეგმანია” უკვე ახალ მისამართზე, ახალ სივრცეში და ჩანთების უახლესი მოდელებით არის წარმოდგენილი. მიხარია, რომ ქალაქში კიდევ ერთი ძალიან გემოვნებიანი სივრცე შეიქმნა, რომელიც ჩემმა მეგობარმა ფატი დარსალიამ გახსნა”, – განაცხდა დათო ლიკლიკაძემ.

მაღაზია “ბეგმანიას” ისტორია უკვე შვიდ წელს ითვლის, თუმცა ის ამ დრომდე სხვა მისამართზე მუშაობდა.

როგორც მაღაზიის მეპატრონე ფატი დარსალია გვიყვება, მათი ჩანთები არა მხოლოდ ქუთაისში, არამედ ევროპის ქვეყნებშიც, საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. ჩანთების მოყვარულებს სახლიდან გაუსვლელად შესაძლებლობა ეძლევათ, ნებისმიერი მოდელის, ყველა ფერისა და ზომის ხარისხიანი და ორიგინალური ჩანთები შეიძინონ.

“განათლება ბიზნესის განხრით მაქვს მიღებული უნივერსიტეტში. მინდოდა ისეთი ბიზნესი გამეკეთებინა, სულ რომ მოდაში იქნებოდა და დაჭირდებოდა ხალხს, ვფიქრობ, რომ სწორად მივაგენი ასეთ სფეროს და ჩანთების მაღაზია გავხსენი. თითქმის ყველა მომხმარებელი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე მყავს, ამასთან მაქვს ონლაინ გვერდი, Bagmania-ს საიტი, საიდანაც ვიღებ შეკვეთებს. არა მარტო საქართველოდან არის მოთხოვნა, არამედ ჩანთებს ვაგზავნი ამერიკაში, იტალიაში, საბერძნეთშიც, მოკლედ, ევროპის ყველა ქვეყანაში. ამ დრომდე მაღაზია ბუხაიძის ქუჩაზე მქონდა, ახლა კი რუსთაველის ქუჩაზე გადმოვინაცვლეთ”, – აცხადებს ფატი დარსალია.

ფატი დარსალია infoimereti.ge-სთან ინტერვიუში განმარტავს, რომ პირველი იყო, რომელმაც მომხმარებლებისთვის შიდა განვადება გააკეთა. ესაა უპროცენტო განვადება, რომელსაც მომხმარებლები ორ თვეში ფარავენ.

“შემიძლია ვთქვა, რომ პირველმა გავაკეთე შიდა განვადების სერვისი, რაც არც ერთ საიტს არ გაუკეთებია, იმიტომ რომ იმხელა ნდობა არ აქვთ, ვიღაცებს საქართველოს ფარგლებში პროდუქტი ფაქტობრივად “ნისიად“ გაატანონ. ჩემი მომხმარებელი კი, პირობითად, დღეს რომ აიღებს ჩანთას, ორი თვის განმავლობაში ფარავს, ნახევარ-ნახევარს იხდის. თანხას ანგარიშზე მირიცხავენ, ან გზავნილს აკეთებენ ინტერნეტ გვერდზე ნებისმიერ ბანკში. საზღვარგარეთიდანაც იგივენაირად ხდება. იმდენი წელია, რაც ეს მომხმარებლები მომსდევენ, რომ ყველას ვიცნობ და ვენდობი, ანალოგიურად არიან ისინიც ჩემს მიმართ”, – აცხადებს ფატი დარსალია.

კომენტარები