ქუთაისში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება.
23-ე დღეა, ქუთაისელები მერიის წინ იკრიბებიან და “ქართული ოცნების” პოლიტიკას აპროტესტებენ.
ისინი ხელახალ არჩევნებს და მშვიდობიან აქციებზე დაკავებულთა დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.
მათი თქმით, დაუშვებელია ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილება მაშინ, როცა ევროპა საქართველოს დიდი ხნის არჩევანია.
როგორც აქციაზე შეკრებილები აცხადებენ, “ქართულმა ოცნებამ” ხელახალი არჩევნები უნდა დანიშნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციები არ შეწყდება.
კომენტარები