ქუთაისში საპროტესტო აქციები გრძელდება.
მოქალაქეები ამ დროისთვის ქუთაისის მერიასთან არიან შეკრებილი, სადაც გზა გადაკეტილია.
ადგილობრივები მე-16 დღეა, “ქართული ოცნების” მიერ ქვეყნის საგარეო კურსს აპროტესტებენ.
შეკრებილები ახალი არჩევნების და ევროინტეგრაციის დაჩქარებასთან ერთად, აქციებზე უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.
მათი თქმით, პროტესტი იქამდე არ გაგრძელდება, ვიდრე ხელისუფლება გონს არ მოეგება.
საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს აღარ დააყენებს.
კომენტარები