მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში სტიქიით დაზარალებულ მოქალაქეებს შესაბამისი მასალები გადაეცემათ

ქუთაისში სტიქიით დაზარალებულ მოქალაქეებს შესაბამისი მასალები გადაეცემათ

ქუთაისში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაზიანებულია 350-ზე შენობა. ძლიერმა ქარმა მოთხარა ხეები და დააზიანა ავტომობილები.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაზარალებულ მოსახლეობას ხვდებიან და მათ საჭიროებებს ეცნობიან.

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი შენგელიას თქმით, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები და პარალელურად ზარალის დათვლა, რის შემდეგაც ინფრასტრუქტურის სამსახური დაიწყებს შესაბამისი მასალის შესყიდვას, რომელიც მოქალაქეებს გადაეცემა.

კომენტარები