მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ქუთაისში სტიქიის შედეგად დაზიანდა ავტომობილები და 350-ზე მეტი შენობა”

“ქუთაისში სტიქიის შედეგად დაზიანდა ავტომობილები და 350-ზე მეტი შენობა”

ქუთაისში სტიქიის შედეგად 350-ზე მეტი შენობა დაზიანდა. ასევე დაზიანდა მსუბუქი ავტომობილები და სხვადასხვა ინფრასტრუქტურა.

ადგილზე მუშაობას აგრძელებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

“დღეის მონაცემებით, 350-ზე მეტი შენობა გვაქვს სხვადასხვა სახის დაზიანებით. 24-საათიან რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას ჩვენი სამსახურები, ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, “ენერგო-პრო ჯორჯიას“ და „სოკარ ჯორჯია გაზის“ თანამშრომლები.

დარწმუნებული ვარ, რომ ამინდი მოგვცემს საშუალებას, რომ დათვლილი ზარალი გადავიტანოთ რეალურ დახმარებაში“, – აცხადებს ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი.

კომენტარები