მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციას შეუერთდებიან

ქუთაისში ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციას შეუერთდებიან

ქუთაისში ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციას შეუერთდებიან.

აღნიშნული სფეროს წარმომადგენლები მერიის წინ  ჩანიშნულ ყოველდღიურ პროევროპულ აქციას 15 დეკემბერს, 18:00 საათზე შეუერთდებიან.

“ქუთაისში ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც აპარტიული ვართ, ვგეგმავთ ჩვენი პოზიცია გამოვხატოთ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

ჩვენ გიდებს, ტურისტულ კომპანიებს, სასტუმროებს, მძღოლებს გვსურს დავაფიქსიროთ ჩვენი შეხედულება რა მიგვაჩნია სწორ მხარედ ქვეყნის კეთილდღეობისთვის და განვითარებისთვის! რეგიონებიდან თუ ხართ მსურველები შემოგვიერთდით 15 დეკემბერს, 18:00 საათზე, ქუთაისში მერიის წინ”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები