ქუთაისში 132 დღეა, მოქალაქეები ხელახალ არჩევნებს და აქციების დროს უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ.
მათი თქმით,”ქართული ოცნება” ამყარებს დიქტატურას დევნის განსხვავებულ აზრს და მუდმივად არღვევს ადამიანების უფლებებს.
უწყვეტი პროტესტის მონაწილეების თქმით, შექმნილი ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი ხელახალი არჩევნებია.
საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები 2024 წლის 28 ნოემბრიდან მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართული ოცნების” პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს, ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს იტყვიან ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. აქციების დასაწყისში დემონსტრანტების დასაშლელად პოლიცია იყენებდა წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს. დააკავეს ასობით ადამიანი, მათ შორის, 50-ზე მეტი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
კომენტარები