იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთის” რუბრიკა – “იცოდე შენი გვარის ისტორია” დღეს ყაუხჩიშვილის, შავლაშვილის, შალიკაშვილის გვარების ისტორიას გთავაზობთ.
ყაუხჩიშვილი – გავრცებულია ახალციხეში, ქუთაისში, თბილისში. ეს გვარი მომდინარეობს თურქული ტერმინიდან “ყაუხჩი”, რაც ქართულად მექუდეს ნიშნავს.ზოგიერთი გადმოცემით, მათი წინაპართა გვარი დარდგანიძე ყოფილა.
შავლაშვილი – ამ გვარის წარმომავლობა ხევსურეთიდან მოდის. შავლაშვილები გიგაურის “განაყარი” გვარია. ამავე ძირისაა შალვაძე.
შალიკაშვილი – ლანჩხუთის რაიონშია გავრცელებული. მომდინარეობს საკუთარი სახელიდან “შალიკა”. შალიკაშვილი მსხვილი ფეოდალური საგვარეულოა ძველ საქართველოში. მისი წინარე გვარი როჭიკაშვილი ყოფილა.
კომენტარები