მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ყველანაირი ახსნის გარეშე მოვიდნენ და მოულოდნელად გამოგვიშვეს” – გერმანიიდან ქართველების მასობრივი დეპორტაცია დაიწყო

“ყველანაირი ახსნის გარეშე მოვიდნენ და მოულოდნელად გამოგვიშვეს” – გერმანიიდან ქართველების მასობრივი დეპორტაცია დაიწყო

გერმანიაში დეპორტაციის ახალი ტალღა დაიწყო.

ბერლინმა საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით სწრაფი დეპორტაციის მექანიზმი აამოქმედა.

სამშობლოში ჩარტერული რეისით საქართველოს 50-მდე მოქალაქე დააბრუნეს.

უკეთესი ცხოვრების იმედით გერმანიაში წასული სხვა მოქალაქეებიც ახლა უკვე ყოველ დღე ელოდებიან გამოძევებას. გერმანიაში საპოლიციო რეიდები სისტემატურად გაგრძელდება.

“არაფერი არ უთქვამთ, მოვიდნენ კარზე დააკაკუნეს და გვითხრეს თქვენს ქვეყანაში უნდა წახვიდეთო. არ ვიცი რა ვქნა, უკეთესი ცხოვრების იმედით წავედი და უკან გამომაძევეს. ჩამოვედი საქართველოში და დღევანდელი დღის ქუჩაში გატარება მომიწევს, არ ვიცი რა ვქნა, არც სახლი მაქვს და არც კარი”, – აცხადებს გერმანიიდან გამოძევებული ქართველი.

კომენტარები