ქუთაისში მე-9 დღეა, ადგილობრივების პროტესტი გრძელდება.
ევროინტეგრაციის მომხრეები “ქართული ოცნების” საგარეო პოლიტიკას აპროტესტებენ.
მოსახლეობა ახალ არჩევნებს და პროევროპულ ხელისუფლებას მოითხოვს.
“სახეზე გვაქვს ქვეყანაში არსებული კრიზისული მდგომარეობა და ყველა ადამიანს მოვუწოდებთ, იპოვონ თავიანთი ადგილი, გამოვიდნენ ქუჩებში და დაიცვან სწორი პოზიცია, რომელიც არის ქვეყნის ევროპული მომავალი. თბილისი მარტო არ არის, ქუთაისი მათთან ვართ”, – განაცხადა სტუდენტმა.
28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ “ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი დღის წესრიგში არ დააყენოს.
“ოცნების” გადაწყვეტილებას ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.
კომენტარები