მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“შევიკრიბებით ორშაბათს, საღამოს 7 საათზე, რუსთაველზე”

“შევიკრიბებით ორშაბათს, საღამოს 7 საათზე, რუსთაველზე”

“შევიკრიბებით ორშაბათს, საღამოს 7 საათზე, რუსთაველზე”, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა საგანგებო, ერთობლივ ბრიფინგზე ისაუბრეს.

“ჩვენი ვალია, გავიდეთ ქუჩაში და პროტესტით დავუბრუნოთ ხალხს კონტროლი საკუთარ ქვეყანაზე და საკუთარ მომავალზე. შესაბამისად, ამ გადამწყვეტ მომენტში ჩვენ უნდა გავიდეთ და სწორედ ქუჩა იქნება ჩვენი გეგმის ერთ-ერთი ფუნდამენტური, ცენტრალური მიმართულება სადაც ჩვენ ვიბრძოლებთ ქვეყნისთვის და ევროპული მომავლისთვის.

ორშაბათს, 7 საათზე, რუსთაველზე, ჩვენ გვინდა მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ ვანახოთ, რომ არა უბრალოდ არ ვაღიარებთ არჩევნებს, არამედ აი ის ხალხი, ქართული საზოგადოება, რომელიც პრეზიდენტის დიდი, საამაყო ლიდერობით შეიკრიბა რუსთაველზე, ისევ შევიკრიბოთ და ვთქვათ: ჩვენ ვიცით, რა ჩაიდინეთ, ჩვენ ვიცით, ის კრიმინალი, რომელიც თქვენ განახორციელეთ და არ გაპატიებთ ამ კრიმინალს. იქვე წარგიდგენთ იმ კონკრეტულ მექანიზმებს, რითაც ვაპირებთ ამასთან დაპირისპირებას.

ასევე, მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენს შტაბში შექმნილია ამ პროტესტის ჯგუფი, რომელიც ხვალვე მოიწვევს საზოგადოების წარმომადგენლებს, ყველა აქტიურ საზოგადოებრივ ჯგუფს, ახალგაზრდებს, არაახალგაზრდებს, ყველა იმ ადამიანს, რომელსაც უნდა წვლილი შეიტანოს დაგეგმვაში, მათ შორის ამ პროცესის, მათ ექნებათ ამ სივრცეში სრული ადგილი პატივისცემა და ასე ხელიხლჩაკიდებულები რუსებს გავაგდებთ ამ ქვეყნიდან”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

კომენტარები