მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“შეცდომას ნუ დაუშვებთ, “ომიკრონი” სიკვდილს იწვევს”

“შეცდომას ნუ დაუშვებთ, “ომიკრონი” სიკვდილს იწვევს”

“ომიკრონი“ მსოფლიოს დაპყრობას განაგრძობს – გასულ კვირას, მსოფლიოში კორონავირუსის 18 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

“სიკვდილიანობის მაჩვენებელი ამ დროისთვის სტაბილური რჩება, თუმცა ჩვენ შეშფოთებული ვართ იმ ზემოქმედებით, რომელსაც “ომიკრონი“ ახდენს ჯანდაცვის მუშაკებსა და ჯანდაცვის გადატვირთულ სისტემებზე. განსაკუთრებით შეშფოთებული ვარ იმის გამო, რომ უამრავ ქვეყანაში ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლებია. ადამიანები უფრო დაუცველნი არიან მძიმე დაავადებისა და სიკვდილის საფრთხის წინაშე, თუ ისინი ვაქცინირებული არ არიან.

შეცდომას ნუ დაუშვებთ. “ომიკრონი“ ჰოსპიტალიზაციასა და სიკვდილს იწვევს. „ომიკრონის“ პირობებში, ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინის მიღება. ვაქცინები შესაძლოა, ნაკლებად ეფექტური იყოს “ომიკრონით“ ინფიცირებისა და მისი გადაცემის პრევენციის კუთხით, მაგრამ მაინც გამორჩეულად კარგია სერიოზული დაავადებისა და სიკვდილის წინააღმდეგ“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.

კომენტარები