შვეიცარიაში, ციურიხის პოლიციამ ქურდობის ბრალდებით 35-დან 46 წლამდე ასაკის საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ქურდობის მცდელობისას სახლის მფლობელმა დააკავა და პოლიციას შეატყობინა, მეორემ კი გაქცევა მოახერხა, თუმცა სამართალდამცველებმა ის კიდევ ერთ თანამზრახველთან ერთად დააკავეს.
დაკავებულები დაკითხვაზე ჯერ პოლიციაში, შემდეგ კი პროკურატურაში გადაიყვანეს.
კომენტარები