მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

შოვში დაღუპული დუდაშვილების ოჯახის 4 წევრს საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ

შოვში დაღუპული დუდაშვილების ოჯახის 4 წევრს საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ

შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპული დუდაშვილების ოჯახის 4 წევრის სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ეკლესიაში დასრულდა. ცხედრებს ამ წუთებში საგვარეულო სასაფლაოზე მიასვენებენ.

დილიდან ადგილზე მოქალაქეები გიორგი დუდაშვილის ოჯახის წევრების – მეუღლისა და სამი მცირეწლოვანი ბავშვის ხსოვნას პატივს მიაგებენ.

დუდაშვილების ოჯახის 3 მცირეწლოვანი ბავშვი დედასთან ერთად შოვში ისვენებდა და 3 აგვისტოს სტიქიური უბედურების პირველივე წუთებიდან მათთან ყველა სახის კონტაქტი გაწყდა.

მაშველები დაკარგულ ოჯახს თითქმის სამი კვირის განმავლობაში ეძებდნენ.

კომენტარები