მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

შოვში მოქალაქეები ოჯახის წევრებს ეძებენ

შოვში მოქალაქეები ოჯახის წევრებს ეძებენ

შოვის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეები არიან შეკრებილი, რომლებიც ოჯახის წევრებს ვერ უკავშირდებიან

შოვის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეები არიან შეკრებილი. ისინი აცხადებენ, რომ ოჯახის წევრებს ვერ უკავშირდებიან.

მათი თქმით, არ აქვთ ინფორმაცია ოჯახის წევრების ადგილსამყოფლის და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

ერთ-ერთი მოქალაქის თქმით, ვერ უკავშირდება დას, ძმას, დეიდას, დეიდაშვილს და სამ ბავშვს.

კიდევ ერთი მოქალაქე აცხადებს, რომ მეუღლესთან და სამ მცირეწლოვან შვილთან დაკავშირებას ვერ ახერხებს.

ისინი დახმარებას ითხოვენ.

კომენტარები