მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

შოვში სტიქიის შედეგად დაკარგული ზაზა მესხის უფროსი ბიჭის გარდაცვალება დადასტურდა

შოვში სტიქიის შედეგად დაკარგული ზაზა მესხის უფროსი ბიჭის გარდაცვალება დადასტურდა

3 აგვისტოს კურორტ შოვში, სტიქიის დროს დაკარგული ზაზა მესხის უფროსი შვილის გარდაცვალება დადასტურდა.

ბიჭის დედა ცინტა დეპონი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბავშვის ცხედარი დნმ ანალიზის საფუძველზე ამოიცნეს.

“ნაპოვნია და დნმ-ანალიზით დადასტურდა ჩემი და ზაზა მესხის უფროსი ბიჭის გარდაცვალება. ტანსაცმლის, სიმაღლის და კბილების მიხედვით პოლიციასთან ერთად დავასკვენით, რომ ის უნდა იყოს ჩემი ორი დაკარგული ბიჭიდან ერთ-ერთი, უფროსი ბიჭი. მშვიდობით განისვენოს. და მინდა გავიმეორო ჩემთვის მნიშვნელოვანი თხოვნა: გთხოვთ, არ გააზიაროთ ბავშვების სახელები სოციალურ ქსელებში“, – წერს ის.

ზაზა მესხი ოჯახთან ერთად შოვში ისვენებდა. მასთან ერთად იმყოფებოდა მისი ორი არასრულწლოვანი შვილი, მეუღლე ალინა პოლიკოვსკა და მისი შვილი.

ალინა პოლიკოვსკას ცხედარი მაშველებმა 5 აგვისტოს იპოვეს. მაშველები კვლავაც ეძებენ ზაზა მესხს, მის არასრულწლოვან შვილსა და ალინა პოლიკოვსკას ასევე არასრულწლოვან ბიჭს.

ღვარცოფი რაჭაში, შოვში, 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დრომდე ნაპოვნია სტიქიის შედეგად დაღუპული 27 ცხედარი. დაკარგულია 6 ადამიანი.

კომენტარები