მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

შონია, ჩიბუხაშვილი, ჩიხრაძე – იცოდე შენი გვარის ისტორია

შონია, ჩიბუხაშვილი, ჩიხრაძე – იცოდე შენი გვარის ისტორია

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთის” რუბრიკა – “იცოდე შენი გვარის ისტორია” დღეს შონიას, ჩიბუხაშვილის, ჩიხრაძის გვარების ისტორიას გთავაზობთ.

შონია – გავრცელებულია ზუგდიდის, ხობის, წალენჯიხის რაიონში. გვარადქცეული ეთნონიმი შონი (მეგრ – სვანი).

ჩიბუხაშვილი – გავრცელებულია ზემო მაჩხაანში. შერქმეული გვარი უნდა იყოს, აღნიშნავდა ჩიბუხის მკეთებელს (მეჩიბუხეს), ანდა, როგორც გადმოცემა გვაუწყებს მიუთითებდა ყმა გლეხზე, რომელიც ბატონს ჩიბუხს უკიდებდა.

ჩიხრაძე – ჩიხრაძეების გვარის ისტორია მე-16 საუკუნიდან იწყება. გადმოცემის მიხედვით, ჭიათურის რაიონში მდინარე ჩიხურას ხეობაში ორი ძმა ბატონს გაუნაწყენდა და სოფლიდან წასვლა გადაწყვიტა. გახიზვნის შემდეგ მათი სამყოფელი ახლანდელი გომის ტერიტორიაზე მოუნახავთ. მთისთვის, სადაც იმყოფებოდნენ, ჩიხორა დაურქმევიათ, ხოლო გვარად ჩიხრაძეზე დაწერილან. ჩიხრაძეები ძირითადად ხის ხელოსნობით ირჩენდნენ თავს.

კომენტარები