ქუთაისის საკრებულოს წევრი და პარტია “ახალის” წარმომადგენელი ქეთევან ხურციძე სამართალდამცველებმა 1000 ლარით დააჯარიმეს.
საპატრულო პოლიციის ინფორმაციით, ქუთაისის საკრებულოს წევრმა 3 დეკემბერს საავტომობილო გზა გადაკეტა.
“თავდაპირველად მანქანის წართმევა სურდათ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ადგილზე ჟურნალისტები მოხვედით, გადააკეთეს პოზიცია და დამაჯარიმეს 1000 ლარით. მე საპროტესტო მსვლელობაში ვმონაწილეობდი, თუმცა ჩემი ინიციატივით გზის გადაკეტვა არ მომხდარა, მაგრამ უსამართლო ქვეყანაში ყველაფერია მოსალოდნელი”, – ამბობს ქეთევან ხურციძე.
კომენტარები