ქუთაისში “ქართული ოცნების” გადაწყვეტილების პროტესტი გრძელდება.
აქციის მონაწილეებმა ადგილობრივი თვითმმართველობის მიმდებარედ საავტომობილო გზა გადაკეტეს.
მათი თქმით, საქართველოს მომავალი ევროპაშია და “ქართული ოცნების” გადაწყვეტილება ქვეყანას მომავალს უკარგავს.
“ჩვენი არჩევანი არის ევროპა”, “არა რუსულ ხელისუფლებას” – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ “ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი დღის წესრიგში არ დააყენოს. “ოცნების” გადაწყვეტილებას ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.
კომენტარები