ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის (PBL, სტომატოლოგია) მეორე და პირველი კურსის სტუდენტები “ქართული ოცნების” პოლიტიკას აპროტესტებენ.
სტუდენტების თქმით, ისინი ემიჯნებიან ხელისუფლების პოზიციას, სადაც დარღვეულ იქნა კონსტიტუციის 78-ე მუხლი, რომელიც კონსტიტუციურ ორგანოებს ევროპული და ევროატლანტიკური კურსის მტკიცე ერთგულებას ავალებს.
“დღეს ჩვენი ვალია, სახელმწიფო ღირებულებების, კონსტიტუციური წესრიგისა და ქვეყნის პროგრესული განვითარების დაცვა. ვიმედოვნებთ, რომ ამ ღირებულებების ირგვლივ გვექნება ერთობა საქართველოს და ქართველი ხალხის სასიკეთოდ.
ჩვენ მუდამ ვიქნებით ჩვენი ქვეყნის მორალური, სულიერი და ფიზიკური ჯანმრთელობის სადარაჯოზე”,- ამბობენ სტუდენტები.
კომენტარები