მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ჩვენი ისტორიული არჩევანი ევროპაა” – ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტები აქციას მართავენ

“ჩვენი ისტორიული არჩევანი ევროპაა” – ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტები აქციას მართავენ

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციას მართავენ.

ახალგაზრდები “ქართული ოცნების” საგარეო პოლიტიკას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ  ხელისუფლების განცხადებას ემიჯნებიან.

“ჩვენი არჩევანი არის ევროპა, არა რუსეთს, არა რუსულ ხელისუფლებას, არა რუსულ მთავრობას და არა ყველაფერ რუსულ. ჩვენი ისტორიული არჩევანი ევროპაა”,- აცხადებენ ქუთაისელი სტუდენტები.

პარალელურად ქუთაისის მერიასთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან.

კომენტარები