მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ჩხერი – სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში

ჩხერი – სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში

ჩხერი – სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (საღანძილის თემი). მდებარეობს მდინარე ჩხერიმელის მარჯვენა მხარეს.

ჩხერი იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“, ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრების“ პირველი ტექსტი, პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“, თეიმურაზ ბაგრატიონის „ახალი ისტორია“, დავით ბაგრატიონის „ახალი ისტორია“, XVII-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები, ტოლჩანოვის იმერეთში ელჩობის „მუხლობრივი აღწერილობა“, იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“.

სოფელში მდებარეობს შუა საუკუნეების ციხესიმაგრე, რომელიც აბაშიძეებს ეკუთვნოდათ.

1762 წელს იმერეთის მეფემ – სოლომონ I-მა ნიკოლოზ აბაშიძე აიძულა მისთვის მიეყიდა ციხესიმაგრე, რის შემდეგაც ის სამეფო ხელისუფლების მფლობელობაში შევიდა.

ციხესიმაგრე შემორჩენილია ნახევრად დანგრეული სახით, შედგება ზედა და ქვედა ციხეებისგან. ზედა ციხეში არის სხვადასხვა დანიშნულების სათავსები, ქვევრები და წყლის აუზი.

1774 წელს ჩხერის ციხესთან სოლომონ პირველმა და ერეკლე მეორემ ჩხერის ბრძოლაში სასტიკად დაამარცხეს ოსმალები.

ცნობილია 1774 წლის ჩხერის ბრძოლა, ამ ბრძოლისას სოლომონ პირველმა და ერეკლე მეორემ ჩხერის ციხესთან თურქ-ოსმალთა ათასკაციანი ამალა სასტიკად დაამარცხეს.

ჩხერის ომში გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან მტრის 4000 ათასიანი ჯარიდან 3000 კაცი დაიღუპა ან ტყვედ ჩავარდა.

ეს იყო ახალციხის ფაშას და ოსმალეთის ხელისუფლების მორიგი მარცხი იმერეთში, რის შემდეგაც სოლომონ მეფემ კიდევ უფრო განიმტკიცა პოზიციები.

ჩხერის ციხესთან ასევე გაიმართა 1810 წელს რუსეთის წინააღმდეგ იმერეთის მთავარი ბრძოლა, რომელშიც მეფე სოლომონ II დამარცხდა.

2018 წლის 18 იანვარს ციხესიმაგრეს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

კომენტარები