მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ჩხუბი რესტორანში – ქუთაისში სამართალდამცველებმა დაცვის თანამშრომელს სცემეს

ჩხუბი რესტორანში – ქუთაისში სამართალდამცველებმა დაცვის თანამშრომელს სცემეს

ფიზიკური დაპირისპირება ქუთაისში, რესტორან “ქალაქურში” – კრიმინალური პოლიციის თანამშრომელმა დაცვის თანამშრომელი სცემა.

“ინფო იმერეთის” ინფორმაციით, პოლიციელები რესტორანში ქეიფობდნენ, რესტორნის დაცვის თანამშრომელმა კი მათ შენიშვნა მისცა და უთხრა, რომ სიგარეტის დახურულ სივრცეში მოწევა არ შეიძლებოდა და ასევე, ნუ ავიწროებდნენ რესტორანში მყოფ, სხვა მაგიდასთან მსხდომ ქალებს.

“ამ შენიშვნების მერე, პოლიციელი  გაბრაზდა და უთხრა – შენ იცი მე ვინ ვარო? პოლიციელი ვარ და ამას როგორ მიბედავო და დაცვის თანამშრომელს სასტიკად გაუსწორდა. ის კლინიკაში სუნთქვის უკმარისობით და დაზიანებებით გადაიყვანეს”, – აცხადებს “ინფო იმერეთთან” ადგილზე მყოფი თვითმხილველი.

“ინფო იმერეთის” ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო.

კომენტარები