ცაგერის მუნიციპალიტეტში ცოფის 2 შემთხვევა დაფიქსირდა.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფლებში ცოფის 2 შემთხვევა- ძაღლსა და მსხვილფეხა პირუტყვში ლაბორატორიულად დადასტურდა.
სოფლებში – ტვიშში, ორხვსა და ალპანში ცოფის საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს.
რაჭა-ლეჩუმის სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამსახურის ვეტერინარებმა შემთხვევების გამოვლენისთანავე აღნიშნულ სოფლებში სავალდებულო ვაქცინაციის და სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელება დაიწყეს. აცრები მიმდინარეობს ალპანის თემშიც.
კომენტარები