მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ცაგერში, მერიის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა

ცაგერში, მერიის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა

ცაგერში, მერიის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა. მოსახლეობა ყურძნის ჩაბარების ფასს აპროტესტებს.

აქციის მონაწილეების თქმით, სახელმწიფო ყურძენში 3,5 ლარს იხდის, გლეხები კი 5 ლარს ითხოვენ.

შეკრებილებს გუბერნატორი არ შეხვედრია, მერის მოადგილემ კი განაცხადა, რომ შეთავაზებული თანხა არ შეიცვლება.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი გზას გადაკეტავენ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ყურძნის ფასს არ გაზრდის.

დღეს ცაგერში კახეთიდან ერთ-ერთი ღვინის კომპანიის მანქანები ჩავიდნენ, რომლებზეც ყურძენი უნდა დაეტვირთათ, თუმცა გლეხების მოთხოვნით კომპანიამ რეგიონი დატოვა.

კომენტარები