მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ცაძიკიძე, ციციშვილი, ციხელაშვილი – იცოდე შენი გვარის ისტორია

ცაძიკიძე, ციციშვილი, ციხელაშვილი – იცოდე შენი გვარის ისტორია

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთის” რუბრიკა – “იცოდე შენი გვარის ისტორია” დღეს ცაძიკიძის, ციციშვილის და ციხელაშვილის გვარების ისტორიას გთავაზობთ.

ცაძიკიძე – გავრცელებულია ახმეტის რაიონში (ომალო, ფარსმა, ზემო ალვანი). ცაძიკიძეების ძველი გვარი უზანიშვილი ყოფილა. მათი წინაპარი ბატონს გამოჰქცევია და თუშეთში დასახლებულა.

ციციშვილი – გავრცელებულია ქარელის რაიონში. ეს გვარი წარჩინებული ფეოდალური საგვარეულოა ქართლში, ყოფილი ფანასკერტელი, საციციანოს მფლობელი მე-16 საუკუნიდან. ამავე ძირისაა ციციაშვილი, ციციგაშვილი, ციცილაშვილი.

ციხელაშვილი – გავრცელებულია დუშეთის, დმანისისა და ახმეტის რაიონებში. შედგება საკუთარი სახელისგან ციხელა. დმანისის რაიონში მოსახლე ციხელაშვილები, გადმოცემით, ჯავახეთიდან ყოფილან გადმოსულნი (სოფ. გოგაშნიდან), ძველად ხოსიტაშვილები ყოფილან.

კომენტარები