მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ციხისთავი, ცხოვრებაძე, ცხომარია – იცოდე შენი გვარის ისტორია

ციხისთავი, ცხოვრებაძე, ცხომარია – იცოდე შენი გვარის ისტორია

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთის” რუბრიკა – “იცოდე შენი გვარის ისტორია” დღეს ციხისთავის, ცხოვრებაძის და ცხომარიას გვარების ისტორიას გთავაზობთ.

ციხისთავი – ფშაველი გვარადქცეული თანამდებობის სიტყვაა. ციხისთავი ნიშნავდა მეციხოვნე ჯარის უფროსსა და ციხის გამგებელს. ციხისთავებს ადრე სოფელ დევათში უცხოვრიათ (ამჟამად ნასოფლარია ფშაველის მახლობლად).

ცხოვრებაძე – სავარაუდოდ, დაკავშირებულია სახელთან “ცხოვრება”. ამავე ძირისაა ცხოვრებაშვილი. გვხვდება მაქათუბანსა და ჩხერში.

ცხომარია – გვარადქცეული სადაურობის სიტყვა ცხომარი, ნიშნავს ცხომელს, ცხომი, იგივე ცხუმი – თანამედროვე სოხუმის ძველი სახელწოდება იყო. ცხომარი გვხვდება საკუთარ სახელადაც. ამავე ძირისაა ცხომელიძე.

კომენტარები