ცხოველთა უფლებადამცველის ნანა ხანაშვილის თქმით, ქუთაისში, ქალაქის მერიას დაქვემდებარებულ ცხოველთა თავშესაფარში, ა(ა)იპ სპეციალური სერვისების თანამშრომელმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ხანაშვილის ინფორმაციით, ის ცხოველთა თავშესაფარში მას შემდეგ მივიდა, რაც მისი ძაღლი დაიკარგა, ადგილზე მისულს კი სპეციალური სერვისების თანამშრომელმა მას ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ კი თავის არეში ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.
ცხოველთა უფლებადამცველი ა(ა)იპ-ის თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლებასა და მის მიმართ სამართლებრივი დავის დაწყებას მოითხოვს.
ამ დროისთვის ინციდენტში მონაწილე ორივე პირი გამოკითხვის მიზნით, პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.
სპეციალური სერვისების სამსახურში აცხადებენ, რომ მომხდარზე მოკვლევა უკვე დაწყებულია, კომენტარს კი მოგვიანებით გააკეთებენ.
კომენტარები