სეისმოლოგ თეა გოდოლაძის თქმით, სოფელ ვერტყვიჭალასთან მთის ფერდობი ჩამოშლა ადგილზე არსებულმა სამუშაოებმა გამოიწვია.
მისივე თქმით, ადგილზე არსებული გეოლოგიური პირობები მანამდეც ცნობილი იყო და ასეთ გეოლოგიის პირობებში სამუშაოების დაწყება არ შეიძლებოდა.
“რეალური პრობლემა ესაა, გრუნტის ჭრა. ძალიან ღრმა ჩაჭრები, ხელოვნური დაფერდებები და ამ დაფერდებების კუთხე, რომელიც ასეთი გეოლოგიის პირობებში არამც და არამც არ შეიძლება. ეს არის ძალიან მძიმე გეოლოგიური პირობების მქონე უბანი, შესაბამისად, ასე თუ ისე, თუ დეტალურ კვლევას არ გააკეთებდნენ, ცნობილი იყო, რომ ცუდი გეოლოგიური პირობები იყო და მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო, რომ სეისმურიც. არც თუ ისე სახარბიელო სეისმური მდგომარეობაა იქ”, – აცხადებს თეა გოდოლაძე.
ვერტყვიჭალასთან მთის ფერდობი დღეს ჩამოიშალა, რის გამოც ადგილზე გზა ჩაიკეტა.
კომენტარები