მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9-12 მარტს საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნალექიანი ამინდი, მთიან რეგიონებში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

კომენტარები