ქუთაისის ქუჩების ნაწილი ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა.
ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ და ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.
რთული ვითარებაა ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზეც, ადგილზე საავტომობილო გზა დატბორილია, მერიის შესაბამისი სამსახურები და პოლიცია კი მობილიზებული არ არის.
ქუთაისში, წითელი ხიდის მიმდებარედ კი მთის ფერდობიდან მიწის მასა ჩამოიშალა.
კომენტარები