მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ძლიერმა ნალექმა რაჭის სოფლებში პრობლემები შექმნა – დატბორილი და განადგურებულია საკარმიდამო ნაკვეთები

ძლიერმა ნალექმა რაჭის სოფლებში პრობლემები შექმნა – დატბორილი და განადგურებულია საკარმიდამო ნაკვეთები

ონის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ნალექმა კვაშხიეთის, ცხმორის, ფარახეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ ექვს სოფელს პრობლემები შეუქმნა.

ძლიერი წვიმების შედეგად მდინარე ხეორი ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა, რის შედეგადაც დაიტბორა საავტომობილო და შიდა სასოფლო საუბნო გზები, ასევე ფერდობიდან მოვარდნილმა ღვარცოფულმა შენაკადებმა დატბორა სოფელ ხეითში, კვაშხიეთსა და სევაში სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და საკარმიდამო ნაკვეთები.

სოფელ ხეითში მდინარე ხეორმა სახიდე გადასასვლელი დააზიანა.

ადგილობრივებისთვის მიყენებულ ზარალს დროებითი სამუშაო ჯგუფი დაითვლის.

კომენტარები