ამბროლაურში, სოფელ მეორე ტოლაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
35 წლამდე მამაკაცმა 61 წლის მეზობელი ცივი იარაღით ტყეში მოკლა.
ადგილობრივების თქმით, სავარაუდო დამნაშავემ მეზობელს 4 საათზე შეშის მოსაჭრელად ტყეში გაყოლა სთხოვა. მათ დაპირისპირება მოუვიდათ. დაპირისპირების დროს კი 35 წლამდე ახალგაზრდამ მეზობელს მრავლობითი დაზიანებები ცივი იარაღით მიაყენა. 61 წლის კაცი ადგილზე გარდაიცვალა. თავად კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
“არაფრის გულისთვის დაღუპეს, არც არაფერი ლაპარაკი, არც არაფერი ჰქონდათ არასდროს, მაგენი ერთმანეთთან ისე იყვნენ, მაგრამ განერვიულებული ყოფილა, წამალზე ყოფილა და მოკლა უცოდველი და გაჭირვებული კაცი, ბრალდებულს ეძებენ და ვერ ნახეს, დაიმალა”,- აცხადებენ ადგილობრივები.
არსებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავეს ფსიქიკური პრობლემები აქვს.
შინაგან საქმეთა სამინსიტრომ მომხდართნ დაკავშირებით გამოძიბა 108-მუხლით დაიწყო რაც განზრახ მკველობას გულისხმობს.
კომენტარები