მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

წვევამდელები ჯარში გაწვევას თანხის გადახდით ვეღარ გადაავადებენ

წვევამდელები ჯარში გაწვევას თანხის გადახდით ვეღარ გადაავადებენ

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა ახალი თავდაცვის კოდექსის კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილა.

კომიტეტმა კანონპროექტში შეიტანა ცვლილება, რომლის თანახმადაც,  წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების საფუძველი მოსაკრებლის გადახდა აღარ იქნება.

კომიტეტმა პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტიდან ამოიღო ნორმა, რომლის თანახმად, სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების მოსაკრებელი 10 000 ლარს (ერთი წლის მანძილზე გადავადებისათვის) შეადგენდა.

კომენტარები