მიხეილ აშვეთიამ “სამგურალის” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
ცნობილი გახდა, რომ წყალტუბოს გუნდი აშვეთიასთან ერთად მისმა ასისტენტმა ვასილ გიგიაძემაც დატოვა.
მიხეილ აშვეთია „სამგურალში” 2021 წლიდან მუშაობდა. იყო მწვრთნელის ასისტენტი, სპორტული დირექტორი და მთავარი მწვრთნელი.
“სამგურალის” პრესსამსახურის ცნობით, ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნამდე გუნდს ტექნიკური დირექტორი ბესიკ ხაჭიპერაძე და მწვრთნელ-ანალიტიკოსი გიორგი ნერგაძე ამზადებენ.
კომენტარები