იმერეთში სავარაუდოდ, არასრულწლოვნებმა მიუსაფარ ძაღლს პირში ასაფეთქებელი ნივთიერება ჩაუდეს.
შემთხვევა ბაღდათში მოხდა.
ცხოველს პირის ღრუ დამწვარი აქვს და მისი მდგომარეობა მძიმეა.
მიუსაფარი ძაღლი სამკურნალოდ თბილისში გადაიყვანეს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის 259-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს, რაც ცხოველის წამებას ან სასტიკ მოპყრობას ითვალისწინებს.
შენიშვნა: თავდაპირველად აღნიშნული იყო, რომ შემთხვევა წყალტუბოში მოხდა, თუმცა როგორც გაირკვა, ფაქტი ბაღდათში დაფიქსირდა.
კომენტარები