ჭიათურის რაიონში შენობის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული მამაკაცი მომხდარის დეტალებს იხსენებს.
მისი თქმით, სოფელ რგანში სარიტუალო დარბაზში სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა, სავარაუდოდ, დაზიანდა საყრდენი კედელი, რის შედეგადაც, შენობის ნაწილი ჩამოინგრა და იქ მყოფი პირები მოიყოლა.
ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.
“ხარაჩოზე რომ ვიყავი დამარტყა ტალღამ, გადამაგდო, დავიყვირე მიშველეთ-თქო და მერე გავითიშე, მეტი არაფერი მახსოვს. კედელთან ვმუშაობდით, დამხმარე მოწყობილობაზე ვიდექი, შემდეგ ეს მოხდა”, – იხსენებს შემთხვევის შედეგად დაშავებული.
ჩამონგრევის შედეგად 23 წლის ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
კომენტარები