მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ჭიაკოკონობა – წარმართული ტრადიცია, რომელიც ბავშვებს ძალიან მოსწონთ

ჭიაკოკონობა – წარმართული ტრადიცია, რომელიც ბავშვებს ძალიან მოსწონთ

ე.წ. ჭიაკოკონობა იმერეთშიც აღნიშნეს.

რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტში და განსაკუთრებით სოფლებში ამ დღეს სიმბოლური დატვირთვა აქვს.

ტრადიციის მიხედვით, სოფელსა თუ ქალაქში ყველა საკუთარი სახლის წინ კოცონს ანთებს და დიდი თუ პატარა ცეცხლზე ჯვარედინად მანამ ხტება, სანამ ეს კოცონი არ დაიფერფლება. გადახტომისას უნდა დაიძახონ: “არურუ კუდიანებს (ან: არული, აჰარი, ალული…)! ჯვარი აქაურობას!”

ჭიაკოკონას ანთება და მასზე გადახტომა ძირითადად იმის საწინდარია, რომ კუდიანები ვერავის ავნებენ და დილაც მშვიდობიანად გათენდება.

კომენტარები